დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ. შევავსე კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
შემდეგ გადავედით დრაივში მუშაობაზე. შევქმენით სხვა საქაღალდეებიც, და მოვამზადეთ მზა და დასრულებული დოკუმენტების შესატანად. ჯერ მხოლოდ შეფასებების საქაღალდეში შევიტანე დოკუმენტი, ვისწავლეთ დრაივში დოკუმენტის თემისა და დიზაინის შეცვლა.
შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოს
3. მოდული - კავშირები. ანუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, სოც. ქსელები, შეიძლება ჩავატაროთ ვიდეო კომენტარი და კლასში განვიხილოთ ეს საკითხი. ვისაუბრეთ ინფორმაციის მოპოვებისას: თუ რა მნიშვნელობა აქვს საავტორო უფლებებს და როგორ მივხვდეთ დაცულია თუ არა ინფორმაცია.
განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული და მივიღეთ საშინაო დავალება !
კარგი რეფლექსიაა
ReplyDelete