Friday, March 6, 2015

დღე მეცხრე

      ბოლო   დღეს  გავეცანი  კოლეგების პროექტებს.   შევაჯამეთ  და შევიტანე    შესწორებები.  წარვუდგინეთ ჩვენი  პორტფოლიოები . ბევრი  რამე  შევისწავლეთ ამ  პროექტის ფარგლებში. მადლობას  ვუხდით  ჩვენს  ტრენერს  გიორგი  არავიაშვილს !!!

Saturday, February 28, 2015

დღე მეშვიდე

 

      


       დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ.  შევავსე კოლაბორაციული        შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
       შემდეგ გადავედით დრაივში მუშაობაზე.  შევქმენით სხვა საქაღალდეებიც, და    მოვამზადეთ მზა და დასრულებული დოკუმენტების შესატანად.  ჯერ მხოლოდ    შეფასებების საქაღალდეში შევიტანე დოკუმენტი, ვისწავლეთ დრაივში დოკუმენტის    თემისა და დიზაინის შეცვლა.
       შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოს 3. მოდული -  კავშირები. ანუ როგორ          გამოვიყენოთ ტექნოლოგიები,  სოც.  ქსელები, შეიძლება ჩავატაროთ ვიდეო კომენტარი    და კლასში განვიხილოთ  ეს  საკითხი.  ვისაუბრეთ ინფორმაციის მოპოვებისას:  თუ რა      მნიშვნელობა აქვს საავტორო უფლებებს და როგორ მივხვდეთ დაცულია თუ არა    ინფორმაცია.
        განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეოთხე მოდული და მივიღეთ საშინაო დავალება !


Friday, February 27, 2015

დღე მეექვსე



        --

დღე მეხუთე

 
      ტრენინგზე  გადავედით  Google-ს  საძიებო სისტემის გამოყენების  შესწავლაზე,  რათგან  ბუკლეტები  გვაქვს დასამზადებელი  და ელექტრონული  ვერსია  უნდა  შევქმნათ.
       ვისწავლეთ როგორ  მოვძებნოთ  ინფორმაცია,  როგორ  გადმოვიტანოთ  მოძიებული    ინფორმაცია  და გამოვიყენოთ.  მოვიძიე  და  გადმოვიტანე  სურათები  ბუკლეტებისთვის.
        მერე გადავედით  პრეზენტაციაზე. შევისწავლეთ  პრეზენტაციის  მომზადება: როგორ  ავირჩიოთ  სლაიდის  ფერი,  როგორ  შევქმნათ სლაიდები  და  როგორი თანმიმდევრობით დავალაგოთ, სლაიდების  რაოდენობა, გაფორმება.
       

Sunday, February 15, 2015

დღე მეოთხე

    დღეს გავიცანით სხვის ბლოგზე კომენტარების მომზადებას და დაფიქსირებას. პრაკტიკულად განვახორციელეთ ეს აქტივობა. მეორე მოდულის მესამე აქტივობას გავეცანით სადაც არის შეფასების სტრატეგიები და განვიხილეთ სტრატეგიული გამოყენება პროექტის  ფარგლებში.  
    დავალებაში გვაქვს კიდევ ერთხელ გადავხედოთ შესაბამისს ინფორმაციას ყურადღებით და გამოვიყენოთ ეს შეფასებები პროექტში.   მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტიობა გავაანალიზოთ და ინსტრუმენტებზე  ვიფიქროთ.  პროექტის  გეგმაში შევიტანოთ  მიმართულებების  საკვანძო კითხვები და ჩავწეროთ მეოთხე დღის  რეფლექსია.

Friday, February 13, 2015

დღე მესამე

განვიხილეთ საშინაო დავალება, ვისწავლე  ბლოგის  გამოყენება,სტატიის გამოქვეყნება, საიტის განთავსება, ფონისა და დიზაინის შეცვლა. ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების  ფორმულირება პროეკტისთვის.                                                       ზოგადი კითხვები:
1. რა ცვლის  ადამიანის სულიერ  სამყაროს ?

 თემატური კითხვები:
1. როგორ ზემოქმედებს რელიგია ადამიანზე ?
2. როგორ ზემოქმედებას ახდენს რელიგია ქვეყნის კულტურაზე, ხელოვნებაზე ?
3. უკავშირდება თუ არა ერთმანეთს სხვადასხვა რელიგია ?

 შინაარსობრივი კითხვები :
1. რამდენი მონოტეისტური რელიგია არსებობს ?
2. რომელ ქვეყნებში იქადაკება  ქრისტიანობა ?  ისლამი ? ბუდდიზმი ?  იუდაიზმი ?
3. როგორ 

დღე მეორე

მეორე დღეს განვიხილეთ შესრულებული დავალეობები, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: შევქმენით ახალი ბლოგი, შევავსეთ შაბლონი ;

დღე პირველი


პირველ დღეს გავიცანი გიორგი- ჩვენი ტრენერი ! პირველივე დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და გავაღრმავეთ ჩვენი ცოდნა